“შოკურიო შიმბუნში” საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

იაპონიის ერთ – ერთ წამყვან გაზეთში, “შოკურიო შიმბუნში” იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თეიმურაზ ლეჟავას ინტერვიუზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

სტატია ძირითადად ქართული სამზარეულოსა და ღვინის უნიკალურობას ეხება. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირში გაერთიანებისაკენ მიისწრაფის და ამავე დროს, იაპონიასთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო ამტკიცებს.