საბავშვო ვოკალურმა შოუ –კონკურსმა „რანინამ“ სტარტი აიღო, რომლის გამარჯვებულიც ჩვენს ქვეყანას „საბავშვო ევროვიზია 2020“–ზე წარადგენს, ნათქვამია კონკურსის ფეისბუქ გვერდზე.
კონკურს „რანინას“ ფარგლებში ბავშვები სამი თვის მანძილზე, ცოცხლად შეასრულებენ სიმღერებს.
პროექტის ავტორია მუსიკოსი ლანა ქუთათელაძე. შოუს წამყვანი კი პიანისტი დავით ალადაშვილი,
საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008,20011 და 2016 წლებში.
„საბავშვო ევროვიზია 2020“ პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს გაიმართება. მასში 13 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო!“).