აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით, აშშ-ში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაემატა გენერალური საკონსულო ქალაქ სან-ფრანცისკოში. მოქალაქეთა მიღება გენერალურ საკონსულოში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება. საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე იქნება.
სან- ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქებია: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.
იმისათვის, რომ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ზემოჩამოთვლილ ოლქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებით და მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, საჭიროა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც ონლაინ გამარტივებული ფორმით – ვებ-გვერდ https://www.geoconsul.gov.ge/-ის საშუალებით, ისე საფოსტო გზავნილის მეშვეობით ან საკონსულოში პირადი ვიზიტით. მომსახურება უფასოა.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას. იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს.
ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს საკონტაქტო ინფორმაცია:
- მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
- ტელეფონი: +1 (415) 528-3706
- ფაქსი: +1 (415) 528-3728
- ელ-ფოსტა: ConsulateSF@mfa.gov.ge
- ვებ-გვერდი: http://sanfrancisco.mfa.gov.ge/
- Facebook გვერდი: Consulate General of Georgia in San Francisco