ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაშია ნომინირებული.
ანა ქასრაშვილმა 2015 წელს წარმატებით დაამთავრა ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა; მიიღო კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტის ჯილდო; Abbey Road-ის სტუდიაში ჩაწერა თავისი სადიპლომო ნამუშევარი.
2015 წელსვე მოიგო კალიფორნიის კინომუსიკის კონკურსი (CAIFF Film Scoring Competition) და „წლის კომპოზიტორი“ ეწოდა.
2016 წელს გახდა ესპანეთის ღვინის კომპანია Juan Gil-ის (ხუან ხილი) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კინომუსიკის I საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი.
2017 წელს, სხვა რჩეულ 11 მონაწილესთან ერთად, ჰოლივუდში კინომუსიკის ერთთვიანი ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი კომპოზიცია 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერა.
ანა 2018 წელს გახდა Juan Gil-ის კინომუსიკის II საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
2018 წლის შემოდგომიდან კი ანა ქასრაშვილი ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელია საქართველოში.