რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს ქალაქ სან – ფრანცისკოში, სომელიეთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონკურსი „SOMMELIERS CHOICE AWARDS 2020“ გაიმართა.
კონკურსზე წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 600-ზე მეტი ღვინიდან ორმაგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა მხოლოდ 17.
მათ შორის არის ერთადერთი ქართული ღვინო, კომპანია “ასკანელის” “საფერავი პრემიუმი”
კომპანია „ასკანელი ძმები“ დაარსდა 1998 წელს, ძმები ჩხაიძეების მიერ. სახელწოდება „ასკანელი“ დაკავშირებულია პატარა, ჯადოსნურ სოფელ ასკანასთან, რომელიც მდებარეობს გურიის ულამაზეს რეგიონში.
„ასკანელი ძმები” ფლობს ასობით ჰექტარზე გაშენებულ ვენახებსა და სამ საწარმოს: კახეთში, გურიასა და თბილისში. კომპანია აწარმოებს 30 დასახელების ღვინოს, ბრენდის, ჭაჭასა და ბრუტს. „ასკანელი ძმები” ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შედის ამ სექტორის პირველ სამეულში როგორც წარმოების, ასევე სავენახე მეურნეობის განაშენიანების კუთხით.