ინფორმაცია ლარნაკა – თბილისის მგზავრთა საყურადღებოდ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციას ავრცელებს 11 სექტემბრის ლარნაკა – თბილისის სპეცრეისის (მათ,  ვისაც საიმიგრაციო სამსახურმა  სიაში ყოფნა დაუდასტურა) მგზავრთა საყურადღებოდ.

„რეისს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” შეასრულებს.

გამგზავრების დრო: 21:10 სთ. (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 00:20 სთ. (საქართველოს დროით).

ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები  18:00 სთ.-ზე უნდა გამოცხადდნენ.

თითოეულ მგზავრს 23 კგ.- იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ.- იანი ხელბარგის წაღების უფლება აქვს.

საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.