სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ტოპ მოდელმა თათია ახალაიამ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენებაში. 2017 წლიდან თათია ახალაიასთვის ეს უკვე მეოთხე Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაა.
წლევანდელი პომპეზური ჩვენება ფლორენციაში, ვილა ბარდინინში გაიმართა.
ამ შოუსთვის დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ შექმნეს 89 კოსტიუმი იტალიის რენესანსის და მე -16 საუკუნის მკერავების ხელნაკეთობების შთაგონებით. დიზაინერებისათვის დღესასწაული თავად გახდა ფლორენციისადმი სიყვარულის ახსნის საშუალება და მათ მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ პანდემიის მიუხედავად, ყოველთვის არის ადგილი სილამაზის დღესასწაულისთვის.