16 წლის ზინი ქაჯაიამ მსოფლიოში ლიდერ სააგენტოსთან „Dmanagement group“ ხელშეკრულება გააფორმა

„Look Modéls Managemént“ – ის ახალმა სახემ, 16 წლის ზინი ქაჯაიამ მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე წარმატებულ და ლიდერ სააგენტოსთან „Dmanagement group“ ხელშეკრულება გააფორმა. ეს არი სააგენტო, სადაც მხოლოდ რჩეულები ხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „Look Modéls Managemént“ – ი ავრცელებს თავის ფეისბუქ გვერდზე.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ახალი სახე, 16 წლის ზინი ქაჯაია მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე წარმატებულ და ლიდერ სააგენტოს Dmanagement group-ს შეუერთდა.

სააგენტო სადაც მხოლოდ რჩეულები ხვდებიან.

Dmanagement Group წარადგენს შემდეგ ტოპ მოდელებს: ნაომო კემბელი, კარლა ბრუნი, ალეკ ვეკი, კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, ქეით მოსსი, ჰეიდი კლუმი, კაროლინა კურკოვა, მილა იოვოვოჩი, მონიკა ბელუჩი, ლინდსი ვიქსონი, დილონი და ა.შ….

წარმატებები ულამაზეს ზინის“