პრემიერ-მინისტრის განკარგულებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ბუდაპეშტის მიმართულებით სპეციალურად სტუდენტებისათვის სუბსიდირებული მესამე ჩარტერული რეისი 8 სექტემბერს შესრულდა.
რეისით ისარგებლა უნგრეთის სხვადახვა უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურის, ასევე, დოქტორანტურის 80–მდე სტუდენტმა.
უნგრეთს, პანდემიის პირობებში, ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს, აღნიშნული რეისი გამონაკლისის სახით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს უშუალო ჩართულობით, სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებების დონეზე განხორციელდა.