ევროპული ენების დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 22 სექტემბერს გაიმართება. 40 ევროპულ თუ მსოფლიო ენასთან ერთად ღონისძიებაზე ქართული ენაც იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ენაში მინის გაკვეთილები მოსინჯონ,ასევე, გაეცნონ ინფორმაციას ამა თუ იმ ენისა და დამწერლობის ისტორიის შესახებ. ხოლო მათთვის, ვინც ადგილზე დასწრებას ვერ მოახერეხბს, საორგანიზაციო ჯგუფი კენჭისყრის პრინციპით 6 ყველაზე საინტერესო ენას შეარჩევს, რომლის მინიგაკვეთილის ვიდეოჩანაწერიც ჩეხეთში ევროკომისიის პროფილზე აიტვირთება.
ღონისძიების მონაწილე რამდენიმე ენა უკვე ცნობილია, 22 სექტემბრამდე სიას სხვა ენებიც დაემატებიან: ინგლისური, ბასკური, ბულგარული, ჩეხური, ჩინური, ესტონური, ფინური, ფრანგული, გალური, გრენლანდიური, ქართული, ებრაული, ინდონეზიური, ინტერლინგუალური, ირლანდიური, იტალიური, კატალანური, კორეული, ლატვიური, ლუსატანური სერბული, უნგრული, გერმანული, ჰოლანდიური, ნორვეგიული, სპარსული, პოლონური, პორტუგალიური, რომაული, სლოვაკური, ესპანური, შვედური, უკრაინული, ვიეტნამური და ჩეხური ჟესტების ენა