სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი – ბუდაპეშტი – თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.
ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი 8 სექტემბერს, შემდეგი განრიგით განახორციელებს:
8 სექტემბერი, თბილისი – ბუდაპეშტი – თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30)
„თბილისი – ბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი – თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.