ერეკლე გეწაძე ბრიტანული რადიოს RadioSelector- ის კონკურსის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ხალხის რჩეული”. რაც შეეხება უშუალოდ რადიოს დიჯეის ჯემზ სუპერნოვას მიერ შერჩეულ ჯგუფს, ეს უკრაინული ბენდი Krapka;KOMA გახლავთ.
კონკურსი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით განხორციელდა და მასში საქართველოს წარმომადგენელი პირველად მონაწილეობდა.
„ერეკლე გეწაძე, ჩვენი პატარა საქართველოდან უპირობოდ ლიდერობდა კონკურსის განმავლობაში.
4 სექტემბერს Selector Radio – British Council შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერეკლესთან და უკრაინულ ბენდთან.
აქვე შეგახსენებთ, რომ რადიო სელექტორი SelectorRadio მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში რადიო მსმენელებს აცნობს საუკეთესო ბრიტანულ მუსიკას და ნიჭიერ ახალგაზრდებს. ამ ყოველკვირეულ ორსაათიან რადიო პროგრამას უძღვება ჯემზ სუპერნოვა, რომელიც გთავაზობს ახალ და საინტერესო მუსიკას.
ვულოცავთ ერეკლე გეწაძეს ამ შესანიშნავ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას!“ – ნათქვამია British Council Georgia- ს განცხადებაში.