ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ენციანი” (Golden Gentian).
ვულოცავთ ნინო ორჯონიკიძეს, ვანო არსენიშვილს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.