ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ (Abandoned Village) მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კარგი ამბები გვაქვს იაპონიიდან – ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი უმასპინძლებს ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერას სახელწოდებით “მიტოვებული სოფელი”.
რეჟისორი: მარიამ კაპანაძე; პროდიუსერი: მარიამ კანდელაკი (სტუდია “კვალი XXI”);“
ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს, რომლებსაც ჟიურის სპეციალური წევრები შეაფასებენ.
რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 20-23 ნოემბერს გაიმართება.