ეროვნული კინოცენტრი „ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებას ეროვნული კინოცენტრი 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს.
საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.
„განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე;
უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.“ – ნათქვამია განცხადებაში.