საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის განხორციელდება ინგლისური ენის შემსწავლელი 3-თვიანი კურსი (კურსი არის უფასო და დაფუძნებულია დისტანციური სწავლების მეთოდზე), რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცოდნის დონის ამაღლება ინგლისურ ენაში (საკომუნიკაციო დონეზე).
სასწავლო კურსი დაიწყება 15 სექტემბერს, გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 7 სექტემბერი. კურსზე მისაღები აპლიკანტების რაოდენობა შეზღუდულია. შერჩევა კი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება: გენდერული ბალანსი, გეოგრაფიული ბალანსი, მოტივაცია.