დოკუმენტური კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi 30 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წელს ფესტივალის სლოგანია „ჩვენ ვქმნით ემოციებს“, მაყურებელს კი ნამდვილი და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.
პანდემიის მიუხედავად, ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია.
მაყურებლებმა უკვე იხილა ფილმები ფესტივალის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის ფარგლებში – 18-28 აგვისტოს სატელევიზიო ფორმატში. გარდა ამისა, ფესტივალი გეგმავს უფასო ონლაინ-ჩვენებებს ვებგვერდზე, ასევე ღია ცის ქვეშ კინოთეატრში Cavea Drive ლისზე, კავკასიის სახლში და სასტუმრო Stamba-ში.
CinéDoc-Tbilisi-ს გახსნა გაიმართება 30 აგვისტოს კინოთეატრ Cavea Drive-ში – სადაც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“, რომელზეც ჟურნალისტი ნინო ორჯონიკიძე და რეჟისორი ვანო არსენიშვილი მუშაობდნენ.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის და CinéDOC-Tbilisi-ს თანამშრომლობის ფარგლებში იქნება ნაჩვენები ოთხი საავტორო ფილმი. ფესტივალი ასევე ტრადიციულად მოიცავს საქართველოს რეგიონებს, ამიტომ მინი-ფესტივალები გაიმართება დუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულში.
წლევანდელ პროგრამაში შვიდი სექციაა წარდგენილი: International Competition – მთავარი სექცია, რომელშიც რვა ახალგაზრდული ფილმი მონაწილეობს, Focus Caucasus, სადაც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და რეგიონული ფილმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ასევე ფესტივალის პროგრამაშია ისეთი სექციები, როგორიცაა Swiss DOX, რომლის ფარგლებში მაყურებელი შვეიცარიულ კრეატიულ დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს ნახავს.
სექციაში Guest Country ფინური დოკუმენტური ფილმები იქნება წარმოდგენილი.
საინტერესოა CineDoc Young სექცია, რომლის ფარგლებში ჩვენებები ახალგაზრდა თაობისთვის იმართება.
აღსანიშნავია EroticDox Special Screenings – კონკურს გარეშე ორი სპეციალური სექცია.
ფესტივალი საქართველოში 2013 წლიდან იმართება. ფესტივალის მიზანია – დოკუმენტური კინოს პოპულარიზაცია.