საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება, დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ Facebook–გვერდზე.
„1 სექტემბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპეციალური წესების დაცვით, სამკითხველო დარბაზები მუშაობას განაახლებენ“, – წერს კეკელიძე.
ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალური ვიდეოინსტრუქცია, რომელიც როგორც ბიბლიოთეკის სტუმრებმა, ასევე თანამშრომლებმაც უნდა გაითვალისწინონ. ახალ წესებს შორისაა პირბადის ტარება, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვა.