ყაზბეგის მარათონი 6 სექტემბერს გაიმართება – რეგისტრაცია გარბენში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ყაზბეგის მარათონი 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ სირბილის მოყვარულებს ყოველწლიურად კრებს.
„წელს ჩვენ დაგვხვდება განახლებული ბილიკი, რაც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. წინ გელით ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარეების კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები“, – ნათქვამია მარათონის ანონსში.
ყაზბეგის მარათონის მთავარი დისტანცია 18 კილომეტრია, თუმცა წელს ორგანიზატორები მსურველებს ასევე, მოკრალებულ 6,5 კილომეტრიან დისტანციასაც სთავაზობენ.
მარათონის სტარტი და ფინიში სტეფანწმინდაში იქნება.