ქართული ინდი-თამაში Medulla Game iOS-ის მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია. ქართული ინდი-თამაში „მედულა“ გია ბოხუამ და Lemondo Games-მა შექმნეს. Medulla – ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გუნდი თამაშის შექმნაზე 5 წელი მუშაობდა.
სწორედ ამ ქართულმა ინდი-თამაშმა „Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე “Indigo Awards ” სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო.
ნამუშევარმა სამ კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო. “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი ვერცხლი მიიღო.