პოლიტოლოგი, მხატვარი, ბიოლოგი, წლების განმავლობაში საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმული ქალბატონი ლელა ქართველიშვილი (KARTVELI), თითქმის ორი წელია ემიგრაციაშია – აშშ-ში იმყოფება. ის „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
სწორედ მისი დამსახურებაა, ამერიკაში მოღვაწე მსოფლიო დონის ავიაგამომგონებლის, ალექსანდრე ქართველის, იგივე ქართველიშვილის კვლევა და პოპულარიზაცია. ის ამ საქმეს 10 წლის წინ შეეჭიდა და მის გამო ემიგრაციაშიც კი წავიდა… როგორ შეიქმნა „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება“, როგორ აგრძელებს მუშაობას დღეს და რას მოიცავს სამომავლო გეგმები – ამ თემასთან ერთად, ინტერვიუში ლელა ქართველიშვილი საკუთარ შემოქმედებასა და ემიგრაციულ ცხოვრებაზეც საუბრობს. ის ამერიკაშიც მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს და შორიდანაც არაერთ სასიკეთო საქმეს აკეთებს საქართველოსთვის.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"