სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Georgian Airways“-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი აქვს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- 21 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
- 28 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
- აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.“ – ნათქვამია განცხადებაში.