სექტორი 3 იწყებს შეხვედრების ციკლს – ინტერსექტორალური დიალოგი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფორმატში შეხვდებიან საზოგადოებას და ისაუბრებენ აქტუალურ თემებზე.
ამ ციკლის პირველი საღამო ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს დაეთმობა.
18 აგვისტოს, 19:00 საათზე სექტორი 3 უმასპინძლებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში, იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გოჩა ჯავახიშვილს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ლევილის ქართული მამული და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში.