“ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში და ლევილის ქართველთა მამული”- საჯარო დისკუსია გაიმართება

18 აგვისტოს 19:00 საათზე, თბილისში სამოქალაქო პლატფორმა “სექტორ 3”-ის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო დისკუსია.

შეხვედრაზე უმასპინძლებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში, იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გოჩა ჯავახიშვილს. ღონისძიება ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს დაეთმობა.

შეხვედრის მთავარი თემა იქნება ლევილის ქართული მამული და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში.