ისრაელის მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნების ე.წ მწვანე სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო შეიყვანა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.
საქართველოს გარდა, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში არიან: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.
გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნასაც განიხილავს, სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო სახელდება.