COVID19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში დღეს, 11 აგვისტოს შევა.
• ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.
• კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.
• კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი.
• პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება.
• დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები, გასართობი და აკვაპარკები.