ქართული გუნდი „NOtoNO2“ NASA Space AppsCovid-19 Challenge-ის ფინალში მოხვდა

 „ფაბლაბ ილიაუნის“ ინფორმაციით, ქართულმა გუნდმა „NOtoNO2“ გლობალურ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია. იგი  1300-დან 40 საუკეთესო გუნდს შორისაა და NASA Space AppsCovid-19 Challenge-ის შეჯიბრების ფინალშია!

NASA Space Apps Covid-19 Challenge უშუალოდ პანდემიაზე ფოკუსირებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნეს ვირტუალური გუნდები და დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.

NASA Space AppsCovid-19 Challenge საქართველოში თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა. მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იყო, მთავარი პარტნიორები კი სექტორი 3, პროდემოსი, DataFest Tbilisi, Zoomout და Fablab Iliauni.