რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინო გაყიდვების სფეროსა და პრესის 50-მდე წარმომადგენელს წარედგინა.
სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანია.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. დაგეგმილი ღონისძიებები ეხმარება ბალტიისპირეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას.