პატრიარქის მთავარანგელოზის დღეს, „ქუთაისიდან ლექსი კედელზე“ პროექტის ფარგლებში, პოეტის ნათია ჯიმშელეიშვილის მიერ უწმიდესისა და უნეტარესისთვის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის მიძღვნილი ლექსი კედელზე გადაიტანეს. ცერემონია ახალგაზრდა ქართველმა ემიგრანტმა, ქველმოქმედმა გიორგი ვენკომ გახსნა.
აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიას დისტანციურად დაესწრო ფონდის პრეზიდენტი და ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურის ცენტრის Georgische Cultuur In Nederland დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო და გიორგი ვენკო.
სწორედ გიორგი ვენკოს საჩუქარი იყო უწმინდესისათვის და ქუთაისისთვის აღნიშნული ლექსი, რომელიც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ლექსის გახსნის იდეა ჟურნალისტ შალვა კამლაძეს ეკუთვნის, თავად ლექსის ავტორი კი ნათია ჯიმშელეიშვილია. კედელზე გადასატანი ვერსია “საქართველოს დიასპორების ალიანსის” კალიგრაფიის ონლაიკურსის პედაგოგმა, ლეილა ბაგბაიამ შეასრულა.