უცხოეთში არალეგალად მყოფ ქართველ ემიგრანტებს ხშირად უამრავ დაბრკოლებასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნებათ და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა უჭირთ. ხშირია ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად შექმნილი გართულებებიც… ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ასოციაციები იურიდიულ მომსახურებებთან ერთად, ხშირად მათ დახმარებას ამ კუთხითაც უწევენ და სწორი გზით აკვალიანებ. ვიდეობლოგის სტუმარი ამჯერად იტალიაში, ნაპოლში არსებული სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია ,,ნინა და საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა ლაფაჩიძეა.
ნაპოლსა და მის შემოგარენში დღეს 10000-მდე ქართველი ცხოვრობს. მათი უმეტესობა დანარჩენი იტალიის მსგავსად ქალბატონები არიან, რომლებსაც მუშაობა ოჯახებში მომვლელად და დამხმარეებად უწევთ. ნინა ლაფაჩიძე ინტერვიუში იმ პრობლემებსაც ეხება, რაც ემიგრანტებს დამსაქმებლებთან ურთიერთობისას ექმნებათ, მათ შორის ,,სანატორია 2020″-თან დაკავშირებით, ლეგალიზაციის კანონზეც. ბევრი იტალიელი დამსაქმებელი უარს ამბობდა, დახმარებოდა ემიგრანტს ლეგალიზაციაში. ზოგიერთმა ოჯახმა დაითხოვა კიდეც ამის გამო ბევრი შინამოსამსახურე და დამხმარე. პროცესები ბოლოსკენ მიდის, ვადა იწურება, როგორია სტატისტიკა და შედეგები…
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"