ავიაკომპანია Lufthansa– მ საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა – მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან მიუნხენში კი 156 მგზავრი გაფრინდა.
თბილისის აეროპორტში საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს საჩუქრად პირბადეები და ავიაკომპანიის ლოგო გადასცეს.
Lufthansa რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. თბილისიდან მიუნხენში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, თბილისიდან მიუნჰენში კი ორშაბათს და პარასკევს Airbus A319–ის თვითმფრინავით შესრულდება.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელმაც საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა.