ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრის კვეთის რეგულაციების შესახებ ავრცელებს საქართველოს საელო კვიპროსის რესპუბლიკაში.
„საქართველოში ჩასვლისას 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების (მათ შორის კვიპროსის რესპუბლიკის) მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების (მათ შორის კვიპროსის რესპუბლიკის) მოქალაქეების შემთხვევაში, ხარჯებს თავად დაფარავენ.
პირველი აგვისტოდან კვიპროსში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეებს აღარ ესაჭიროებათ PCR ტესტის ჩატარება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა (ვინაიდან ახალი დადგენილების თანახმად, გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, პირველი აგვისტოდან საქართველო გადაინაცვლებს B-დან A კატეგორიაში).
საქართველოდან კვიპროსის რესპუბლიკაში გამომგზავრებამდე 24 საათით ადრე უნდა შეივსოს შესაბამისი განაცხადი ვებ-გვერდზე.“ ნათქვამია განცხადებაში