2020 წლის 31 ივლისს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოში, ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ბესიკ ხარანაულის პოემა ითარგმნა ბერძნულად და „Vakxikon Publications“ მიერ გამოიცა.
ბესიკ ხარანაულის პოემიდან ნაწყვეტები ბერძნულ ენაზე წაიკითხა მწერალმა და მომღერალმა იოვანამ, ხოლო ქართულ ენაზე – საბერძნეთის ეროვნული თეატრის მსახიობმა დავით მაღალდაძემ.
ბესიკ ხარანაული წერილობით მიესალმა თავმოყრილ საზოგადოებას და თავისი პოემის შესახებ უამბო.
ღონისძიების დასასრულს იოვანამ და ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „კავკასია“ ორ ენაზე შეასრულა „თბილისო“ და „სულიკო“.
ღონისძიება მცირე მიღებით დასრულდა.
საქართველოს მწერალთა სახლი და გამომცემლობა Vakxikon Publications ახლო მომავალში, ბერძნულ ენაზე, კიდევ რამდენიმე თარგმანის გამოცემას გეგმავენ (თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია და წიგნი თბილისზე).