საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ავიაკომპანია “Georgian Airways” კომერციული ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:
თბილისი – ამსტერდამი – თბილისი – 1 აგვისტო, 3 აგვისტო, 8 აგვისტო, 10 აგვისტო, 15 აგვისტო, 17 აგვისტო, 22 აგვისტო, 29 აგვისტო და 31 აგვისტო;
თბილისი – ვენა – თბილისი – 2 აგვისტო, 9 აგვისტო, 23 აგვისტო;
თბილისი – პარიზი – თბილისი – 4 აგვისტო;
თბილისი – ბერლინი – თბილისი – 7 აგვისტო.
აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებენ ავიაკომპანიები – “Lufthansa”, “Air France” და “AirBaltic”. კერძოდ:
ავიაკომპანია “Lufthansa” მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს 3 აგვისტოს, 7 აგვისტოს, 10 აგვისტოს, 14 აგვისტოს, 17 აგვისტოს, 21 აგვისტოს, 24 აგვისტოს, 28 ადა 31 აგვისტოს;
ავიაკომპანია “Air France” პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს 8 აგვისტოს, 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს, 19 აგვისტოს, 22 აგვისტოს, 26 აგვისტოს და 29 აგვისტოს;
ავიაკომპანია “AirBaltic” რიგა-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს 5 აგვისტოს, 12 აგვისტოს და 19 აგვისტოს, თბილისი-რიგას მიმართულებით კი – 6 აგვისტოს, 13 აგვისტოს და 20 აგვისტოს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ ავიაკომპანია რიგა-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას იფრენს, თბილისი-რიგას მიმართულებით კი ფრენებს ასევე კვირაში 2-ჯერ შეასრულებს – ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.
ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.