ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტი ქვეყნებისთვის კორონავირუსის გამო დაკეტეს. პირველი სიის შემდეგ იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა. სიის მომზადებისას გათვალისწინებული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება.
დღეს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის ალჟირი.
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია 15-დან 12-მდე შეამცირა, მაგრამ საქართველო ამ ჩამონათვალში დარჩა.
სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ჩინეთი და ურუგვაი.
სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.
სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.