მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Verlag Voland & Quist მიერ გამოიცა ბექა ადამაშვილის ,,ამ რომანში ყველა კვდება”.
წიგნი გერმანულად სიბილა ჰაინცემ თარგმნა.
მკითხველი უკვე იცნობს ბექა ადამაშვილს მისი პირველი წიგნით “ბესტსელერი“, რომელიც საქართველოში მართლაც ბესტსელერად იქცა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც დაიმსახურა ყურადღება. “ამ რომანში ყველა კვდება“ ავტორის მეორე წიგნია.