დაიწყო კონკურსი შშმ პირებისთვის „ივერია ბრილიანტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“. კორონას წინააღმდეგ ორგანიზებულ ამ კონკურსში რვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ეს ქვეყნებია: საქართველო, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
„გურია ნიუსი“- ს ინფორმაციით, კონკურსზე წარმატებით გამოდის და მეორე ტურში გადავიდა ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარი, მონიკა ახვლედიანი. მან უკრაინული სიმღერა შეასრულა.