Numbeo–ს მონაცემებით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მეოთხე პოზიცია დაიკავა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიმდინარე წელს კატარი დასახელდა. ის ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 88,1 ქულით. მეორე ადგილზეა ტაივანი — 84,7 ქულით, ხოლო მესამზე — არაბეთის გაერთიანებული საამიროები — 84,5 ქულით.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში ომანი, ჰონკონგი, სლოვენია, კუნძული მენი, შვეიცარია და იაპონია მოხვდა.
ტურიზმისთვის სახიფათო ქვეყნებად ვენესუელა, პაპუა–ახალი გვინეა, სამხრეთ აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადი და ტობაგო, ბრაზილია, გაიანა, ელ–სალვადორი და სირია დასახელდა.