2020 წლის 25 ივლისი, ათენგიანობა ხევსურეთში. ხოლო ზოგიერთისთვის მისამართი იყო ასეთი – ამერიკა, ნიუ – ორკი და შეკრებილი ხევსურები, რათა უცხო მიწაზე ის მამა-პაპისეული წელს-ჩვეულება დაეყენებინათ, რომელიც ასეთი ძვირფასია თითოეულისთვის. გულანთებული ხევსურების შეკრება სიყვარულისთვის, ერთმანეთის მოკითხვისთვის, მოფერებისთვის.
„შევიკრიბეთ რათა არ გადავეჩვიოთ ქართველობას, ხევსურობას. რათა, ისევ ისეთი ძვირფასი და მყარი იყოს ჩვენი ადათ-წესები აქაც კი. მადლობა მინდა ვუთხრა მალხაზ ზვიადაურს დახმარებისთვის, ამ დღის ორგანიზებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ნანა ამონიშვილს უგემრიელესი ქადებისათვის, რომელმაც ხევსურულ რეალობაში დაგვაბრუნა, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იქ მოსულ სტუმარს და ბოლოს მადლობა მინდა გადაუხადო Royal Garden Tbilisi-ს პერსონალს ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის. თითოეულ იმ ადამიანს რომლებმაც მოგვილოცეს, მოსვლა სურდათ, მაგრამ მიზეზების გამო ვერ მოახერხეს.
აბა ჩემო ხევსურებო შემდეგი ათენგიანობა უფრო მრავალ ხალხიანი და უფრო უკეთესი გვეზეიმოს. მიყვარხართ ყველა თქვენი გულიანობით და შეუპოვრობით იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაშიც რომ ვიქართველეთ.’ წერს სოციალურ ქსელში ემიგრანტი ხათუნა ფილაური.