4 ივლისს ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში გამოცხადებული ღია კარის დღის ფარგლებში, წინასწარი ჩაწერის გარეშე, სხვადასხვა შინაარსის საკონსულო მომსახურება გაეწიათ საქართველოს მოქალაქეებს.
ღია კარის დღე იმ მოქალაქეების მომსახურებას ისახავდა მიზნად, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვიზიტის დაჯავშნა და ესაჭიროებოდათ კონკრეტული საპასპორტო მომსახურება, მათ შორის, ახალი პასპორტების დამზადება.
მოქალაქეთა მხრიდან მაღალი აქტიურობის გათვალისწინებითა და მათივე თხოვნით გადაწყდა, რომ „ღია კარის„ დღეები სისტემატიურად ჩატარდება, რის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება საკონსულოს Facebook გვერდზე.