ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში საქართველოს საელჩო აგრძელებს ცალკეული სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების სერიას.
ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 18 ივლისს, რუმინელმა მთასვლელებმა – მარიუს განემ, რომეო პოპამ, თეოფილ ვლადმა, სამთო მაშველმა კონსტანტინ ბერევოიანუმ, რუმინელმა ისტორიკოსმა და მწერალმა სტეჟერელ ოლარუმ, დალაშქრეს რუმინეთის უმაღლესი მწვერვალი – მოლდოვეანუ (2544 მ.). ამჯერად, მათ თან შეუერთდნენ რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და თავდაცვის ატაშე, პოლკ. ზურაბ ყიფიანი.
„წლის განმავლობაში, საელჩო გეგმავს რიგი კულტურული ღონისძიებების გამართვას. რაც შეეხება ქართველ და რუმინელ მთასვლელთა თანამშრომლობას, იმედს გამოვთქვამთ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ორ მეგობარ ერს.“ ნათქვამია რუმინეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.