მედიის განვითარების ფონდი ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით აცხადებს კონკურსს, ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად.
კონკურსში მონაწილეობისათვის: შექმენით სკოლის გუნდი, რომლის წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 – ს არ გადააჭარბებს. გუნდი წარმოადგენს ერთ სკოლას, რომელიც უნდა აერთიანებდეს პედაგოგებსა და X-XII კლასის მოსწავლეებს;
დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია:
აპლიკაციაში ატვირთეთ მედიაწიგნიერებაზე საპროექტო განაცხადი, ჩამოთვლილ თემებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს.
საკონკურსო განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 20 აგვისტო.