თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა-2020″ 18 ივლისს გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში რაჭის მოსახლეობას და კუთხეში დასასვენებლად, თუ სამოგზაუროდ ჩასულ სტუმრებს საინტერესო გამოფენებს, პრეზენტაციებს, წარმოდგენებს, კონცერტებს შეთავაზებს. ხელოვანებსა და კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები.
ფესტივალის პროგრამით გამართული ნებისმიერი ღონისძიება გაიმართება „კოვიდ 19“ ით გამოწვეული ახალი რეგულაციების და მოთხოვნების გათვალისწინებითა და ყველა წესების დაცვით.
ფესტივალი „არტრა-2020“ ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭის რეგიონში.
ფესტივალის იმართება „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის სლოგანია „ყველა ფერი ნათელია“.