ორგანიზაციის “SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს” ინფორმაციით, ავსტრიის ქალაქ იმსტში, ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის შექმნილ ძეგლს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ეს ძეგლი საჩუქრად გადაეცა ავსტრიას, როგორც სიყვარულის და მადლიერების ნიშანი მსოფლიო მნიშვნელობის კეთილი საქმის კეთებისთვის.
ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ამ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა!” – ნათქვამია განცხადებაში.
ჰერმან გმაინერი ავსტრიელი ექიმი და ჰუმანისტია. ის არის საერთაშორისო ბავშვთა სოფლების დამაარსებელი. მან 600 ავსტრიული შილინგით, რაც 40 აშშ დოლარია, 1949 წელს შექმნა ბავშვთა სოფლების ასოციაცია და ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ბავშვთა სოფელს ავსტრიის პატარა ქალაქ იმსტში, რომელსაც საოჯახო ფერმას უწოდებდნენ და რომლის დირექტორი თვითონვე იყო. ამის შემდგომ ის ხელმძღვანელობდა ასეთივე სოფლების მშენებლობას ევროპის სხვა ქვეყნებში.
დღეს მსოფლიოს 442 ქვეყანაში 134 ბავშვთა სოფელია, მათ შორის 2 საქართველოში. ჰერმაბ გმაინერი აღიარებულია მე-20 საუკუნის ადამიანად.