პიანისტებმა ნინო ბიწაძემ, ქეთევან ჭაბუკაიძემ (მანანა კანდელაკის მენტორობით) და სანდრო ჯულაყიძემ(მანანა დოიჯაშვილისა და ვადიმ მონასტირსკის მენტორობით) პანდემიის პერიოდში პიანისტთა ორ საერთაშორისო ონლაინ კონკურსში სხვადასხვა კატეგორიის პრიზები და უმაღლესი პრემიები მოიპოვეს.
კონკურსები ჩატარდა მაკედონიასა და სერბეთში.
ნინო ამჟამად ისრაელში განაგრძობს სწავლას, ქეთევანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია, ხოლო სანდრო ასევე ისრაელში გატარებული პერიოდის შემდეგ სამაგისტრო პროგრამას თბილისში დაასრულებს.