ნინო გიუნაშვილის ოჯახი საფრანგეთში საცხოვრებლად 2005 წელს გადავიდა. ნინომ 12 წლის ასაკში დაიწყო სწავლა ფრანგულ კოლეჯში, ქალაქ რეიმსში.
დღეს ის ოფიცრის წოდებით წარმატებით აგრძელებს სწავლას საფრანგეთის ჟანდარმერიის ეროვნულ სკოლაში. ამ ნაბიჯით საშუალება მიეცა ჩამდგარიყო ქვეყნის სამსახურში და გამოეხატა მადლიერება საფრანგეთისთვის.
ნინო გიუნაშვილმა, როგორც წარმატებულმა ოფიცერმა, 14 ივლისს მონაწილეობა მიიღო კონკორდის მოედანზე ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.
წყარო: Speech / სფიჩი