საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 7 ქართველი სტუდენტი აღნიშნული აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს.
ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი “Beijing Liuhe Times Culture Media Co., LTD“ დაინტერესდა და დაიწყო კომედიური ჟანრის სერიალის “არ მითხრა უარი“ გადაღებები, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ქართველი სტუდენტები – თემურ ძოწენიძე, მიხეილ იოსელიანი, მიმი გოგოხია, გიორგი ზვიადაძე, თათია გვასალია, გიორგი ჭუმბურიძე და ბარბარე სუჯაშვილი.
სცენარის მიხედვით, შეძლებული ოჯახიდან ქართველი სტუდენტი სასწავლებლად გაემგზავრება ჩინეთში, სადაც მას სამი და ჩააკითხავს. მოქმედებები მიმდინარეობს ჩინეთში, მაგრამ სერიალის მთელ რიგ ეპიზოდებში საქართველოს პოპულარიზაცია ხდება.
გლობალური პანდემიის გამო, ამ ეტაპზე გადაღებები დროებით შეჩერებულია.
ფილმის ტრეილერი