ავსტრიული გამოცემა „news ORF.at“ სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ განსაკუთრებულად წარმატებული მებრძოლი ქვეყნის შესახებ.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს, სომხეთის და აზერბაიჯანის მეზობლად, როგორც პატარა კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია ინფიცირებული ქვეყნებით და მისი სახელი ბოლო დროს გაზეთების ფურცლებზე მოხვდა, როგორც ერთ – ერთი წარმატებული ქვეყნა კოვიდ 19- თან ბრძოლაში.
„საქართველომ გვაჩვენა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.