17 ივლისს კატარის ავაიხაზები შეასრულებს სპეციალურ რეისს დოჰა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ჩასვლის შემდეგ გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო კატარში.
მოქალაქეებმა ბილეთების შესაძენად, ან უკვე არსებული ჯავშნის გადაცვლის მიზნით უნდა მიმართონ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს შემდეგი ელექტორნული ფოსტის მისამართზე:
ekakauridze@ge.qatarairways.com
anberishvili@ge.qatarairways.com
მგზავრებს, ვისაც ესაჭიროებათ აღნიშნული რეისისათვის ბილეთის შეძენა ავიაკომანიის მიერ გაეგზავნებათ ერთჯერადი ბმული, რომლითაც შეძლებენ ბილეთის შეძენას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს: +995322439608/09