პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნული პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
„დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.
სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. „დაშბაშის კანიონის“ ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.